სოფლის მეურნეობა
ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაში ქართული ღვინის 32 კომპანია მონაწილეობს
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ (The 98th China Food & Drinks Fair) გაიმართა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობდა.  საგამოფენო სივრცე  300 ათას კვ.მ-ზეაგაშლილი და მასში ყოველწლიურად წარმოდგენილია 4500-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „გიუაანი“, „კახური“, „ვიტე ვერა“ (ბესინი), „ვინაგორა“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „BG Wines”, „ჩელთი“, “თბილღვინო”, “ფალავანი”, “კოტეხი”, “ვაინმენი”, “ქიმერიონი”, “შილდა”, „სათავადო“, “თელიანი ველი”, „ჯიმშერი“, “კორპორაცია ქართული ღვინო”, “ბოლერო და კომპანია”, “შატო მუხრანი”, “მეღვინეობა ხარება”, GWS, “ბატონო”, KTW, “მარანული”, “ქართული ღვინის სახლი”, “მოსმიერი”, შპს „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმანის ღვინოები“, “ვაზიანი კომპანი” და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.
| Print |
FaceBook Twitter Google