სოფლის მეურნეობა
ბერლინის გამოფენაზე ქვევრის ღვინო წარადგინეს
ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის მარანი“, „ველინო“, „ტიბაანი“, „აი ღვინო“, „ნაოტარი“, „რაჭული“ და „ბოლნური“. გამოფენზე მისულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.
| Print |
FaceBook Twitter Google