სოფლის მეურნეობა
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
პოლონეთის ქალაქ ტორუნში ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით - „ქართული ღვინო პოლონეთში“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera” იყო.
დეგუსტაციაზე მოწვეული იყვნენ პროფესიონალები: ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები,რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები, ღვინის ბლოგერები. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინოები, როგორც კლასიკური წესით დამზადებული, ისე ქვევრის ღვინოები.
ქართული ღვინის პრეზენტაციას „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
| Print |
FaceBook Twitter Google