სოფლის მეურნეობა
ამ დროისთვის კახეთიდან ექსპორტზე 800 ტონა ატამია გასული
საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით კახეთიდან ექსპორტზე 800 ტონამდე ატამია გატანილი. მისივე ცნობით, უახლოეს მომავალში სურსათის ეროვნული საგენტოს გურჯაანის ოფისში ატმის სარეალიზაციო შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას.
„პრაქტიკულად ერთი ფანჯრის პრინციპით უკვე ხდება ატმის როგორც რეალიზატორებისთვის- ისე ექსპორტიორებისთვის პროცედურების გამარტივება. ადგილზე მუშაობენ საბაჟო დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული საგენტოსა და საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები. აქ ხდება რეალიზაციისთვის საჭირო ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება. ამ ეტაპზე შარშანდელთან შედარებით ატმის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ჯერჯერობით შეუფერხებლად ხდება რეალიზაცია. ატმის კრეფა პიკს ათი ივლისიდან მიაღწევს. “
შალვა კერესელიძის თქმით, მიმდინარე წელს კახეთის მასშტაბით, დაახლოებით 35-36 ათას ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google