სოფლის მეურნეობა
წელს კახეთში ყურძნის მცირე მოსავალს ელოდებიან
წელს კახეთში რთველი დროზე ადრე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით ყურძნის მცირე მოსავალსაც ელოდებიან, მიზეზი კი სხვადასხვა დაავადებაა, რომელიც კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. როგორც ჩვენთან საუბარში, საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბასილაშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 45 ტონა ყურძენი დაიკრიფება.„ გაზაფხულზე ხშირი წვიმები იყო, ვაზი შეეჩვია ასეთ მდგომარეობას. უცებ ტემპერატურამ მკვეთრად აიწია და ამან გამოიწვია მზის პირდაპირი რადიაცია მტევანზე - ე.წ. გარუჯვა, სიდამწვრე. გარდა ამისა, გაჩნდა ჭრაქი და ასევე შავმა სიდამპლემ იჩინა თავი. ყველაფერმა ამან, შეამცირა მოსავალი. ძნელია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზუსტად განსაზღვრო რა პროცენტია დაზიანებული, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით დაახლოებით 3 ათას ტონამდე იქნება. აგვისტოს შუა რიცხვებამდე არის ტემპერატურის მაქსიმუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიაცია კიდევ გაგრძელდება. ამიტომ, მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს ისეთ მწვანე ოპერაციებზე როგორიცაა: ფოთლის შეცლა და წვერების წაჭრა.“
ივანე ბასილაშვილის განმარტებით, ასევე კლიმატური პირობების გამო რთველი შესაძლოა ადრე, სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყოს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /