სოფლის მეურნეობა
რვა თვეში საქართველოდან 52,7 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 52,7 მლნ ბოთლი ღვინოა (0,75 ლ) ექსპორტირებული. 

უწყების ინფორმაციით, მონაცემები 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 79%, პოლონეთი - 31% , დიდი
ბრიტანეთი - 17%, აშშ - 2%, ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390%, ჩეხეთი - 65%, გერმანია - 32%, ნიდერლანდები - 25% , ლიტვა - 12% , ლატვია - 12%, ესტონეთი - 2% და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი - 81%, უკრაინა - 40% , ყაზახეთი - 36% , რუსეთი - 17% , ბელარუსი 12% და სხვა.

ამასთან, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 8 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 9% შეადგინა.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


| Print |
FaceBook Twitter Google