სოფლის მეურნეობა
ამერიკელი იმპორტიორები კახეთში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნობიან
ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ეწვია. ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა.

გაიმართა დეგუსტაცია "Speed tasting”, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, გასაუბრებოდნენ და მათგან კონსულტაცია მიეღოთ. სტუმრებმა ჯამში 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს.

ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების ვიზიტი კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, GWS, „სიმონ ჩხეიძის მარანი“, „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „VinePonto“, KTW, “ლაგვინარი”, “ხოხბის ცრემლები”, “კახური” და „გიუაანი“.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებულ (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით 2%-ია).


| Print |
FaceBook Twitter Google