სოფლის მეურნეობა
„ყურძნის შემსყიდველებს აჯარიმებენ, ქარხანა კი ფასს დაბლა ეწევა“ [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
კერძო პირები, რომლებიც კახეთში მევენახეებისგან ყურძენს ყიდულობდნენ და სარეალიზაციოდ გაჰქონდათ, რეგიონში აღარ შემოდიან. მიზეზი ისაა, რომ რამდენიმე მათგანი შემოსავლების სამსახურმა იმის გამო დააჯარიმა, რომ ისინი მეწარმე სუბიექტებად არ იყვნენ რეგისტრირებულები.
მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს სახელმწიფოსა და ღვინის კომპანიებს შორის გარიგებას უკავშირდება. მათი განცხადებით, სახელმწიფო ცდილობს მოსახლეობა იძულებული გახადოს, ყურძენი ქარხნებს დაბალ ფასად ჩააბარონ.

შემოსავლების სამსახურმა ე.წ. გადამზიდავების დაჯარიმება აქტიურად შედარებით ადრე დაიწყო. გურჯაანელი ავთანდილ შაშიაშვილი, რომელსაც თბილისში ნესვი გასაყიდად მიჰქონდა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთის 500 ლარით დააჯარიმა. უკვე წლებია სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, მსგავს შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. მისივე განცხადებით, პრობლემები ყურძნის რეალიზაციასთან დაკაშირებითაც შეიქმნა, რადგან კერძო პირები გლეხებისგან დაჯარიმების შიშით ყურძენს აღარ ყიდულობენ.

-„ არავისგან გამიგია რომ ყიდვას და გაყიდვას რამე საბუთი უნდოდა, კომუნისტების დროიდან მოყოლებული ვვაჭრობ და ეს პირველი შემთხვევა იყო. ნესვი ახლობლის ნაკვეთში მედგა, დავკრიფე და გასაყიდად მიმქონდა, აუცილებელი იყო ისიც მანქანაში ჩამესვა და ისე წამეღო რომ დაეჯერებინათ ჩემი იყო თუ სხვისგან ვიყიდე?! თავიდან რომ გამაჩერეს, მითხრეს უნდა ვიყიდოთ, ჯარის ნაწილში მიგვაქვსო. მინდოდა კარგ ფასად გამეყიდა, ვუთხარი იაფად ვერ მოგყიდით, 35 თეთრად მაქვს ნაყიდიმეთქი. მერე კი ავუხსენი რომ თავიდან მოვატყუე და ჩემი იყო სინამდვილეში, მაგრამ აღარ დამიჯერეს.  ყურძენზეც ცუდი სიტუაციაა . ვფიქრობ, მოლაპარაკება შედგა, რომ აღარ შემოვიდნენ მყიდველები, არ წაიღონ ყურძენი. ჩვენამდე ვინ მოვა, ჯარიმებს უწერენ. გლეხებს ყურძენი ჩაუწვებათ, ქარხანა კიდევ ფასს დაბლა ეწევა.“

სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა ნათელა მუღალაშვილმა გასულ წელს მოსავლის ნაწილი ქარხანას ჩააბარა, ნაწილი კი კერძო პირმა იყიდა. მისი თქმით, წელს მყიდველი არ ჩანს, თუმცა რა არის ამის მიზეზი, უცნობია.

-„ვაი შავი დღით მოვიყვანე ყურძენი, ისეთი ფასი დაადეს, გლეხის შრომა საერთოდ არ აინტერესებთ. გასულ წლებში კერძოდ ვყიდდით ყურძენს, წელს მყიდველიც არ არის. არავინ არ მოდის და ძებნას ხომ არ დავიწყებ სად არიან. ახლა ამხელა რიგში მომიწევს დადგომა ავადმყოფ ქალს და 70 თეთრს უნდა ველოდო.“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თემურ ბუწაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ღვინის კომპანიებს გაურიგდა, ყურძნის გადამზიდავებს ხელოვნური ბარიერი შეუქმნა და გლეხები იძულებული გახადა მოსავალი ქარხნებისთვის შედარებით დაბალ ფასად მიეყიდათ.

-„სახელმწიფო ხელოვნურად უქმნის ბარიერს ადამიანებს, რომლებიც გლეხიდან ყიდულობენ ყურძენს და რეგიონიდან გააქვთ. გლეხს უქმნიან წინაპირობას,რომ ნებისმიერ ფასად ჩააბარონ, რასაც სახელმწიფო ან ღვინის ქარხანა დაადგენს. ილუზიაა ის, რომ რომელიმე მეღვინე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას რა ფასად მიიღოს ყურძენი. ამას ორკესტრირებულად მართავს ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ბიზნესმენები. გარიგდნენ შემოსავლების სამსახურთან, ვინც რეგიონიდან ყურძენს გაიტანს, დაჯარიმდებიან. მათ უნდათ, ეს გახდეს იმის წინაპირობა, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი უხეშად ჩაერიოს რთველში, რაც ბუნებრივია სახელმწიფოს დაუწესებს ვალდებულებას, გლეხებს მეტი გადაუხადოს ყურძენში ვიდრე დღეს სთავაზობს.“

რაიმე სახის გარიგებას სახელწმიფოსა და ღვინის კომპანიებს შორის კატეგორიულად უარჰყოფს გურჯაანში მდებარე ქარხანა „უნივერსალ სპირიტსის“ დირექტორი ლადო ფოთოლაშვილი.

-„ეს სიცრუეა, მასეთი რამის მოფიქრებას ალბათ ნიჭი უნდა. კახეთში სარეკორდო მოსავალია, სახელმწიფო მიმართულია იქით, რომ როგორმე ყურძნის რეალიზაცია მოახდინოს, ვის დაუშლიან, ყურძენი არ იყიდოო, როგორ გეკადრებათ“

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორის ლია ხუროშვილის განცხადებით, მართალია კერძო პირების დაჯარიმება კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება, თუმცა მექანიზმი დასახვეწია.

-„ფაქტია, რომ წელს დაჯარიმდნენ საზამთროს რეალიზაციაზე, ნესვზე პომიდორზე, ამის გამო ბევრ გლეხს თავისი პროდუქტი გასაყიდი დარჩა. მოხდა მასიურად დაჯარიმება, იმის გამო, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად ეს ადამიანები უნდა იყვნენ მეწარმე სუბიექტებად დარეგისტრირებულები. გლეხებისაგან რა დოკუმენტით უნდა მოახდინონ პროდუქციის შესყიდვა, რა საბუთები უნდა იქნას წარდგენილი, ეს ყველაფერი დასახვეწია. ჯერ უნდა მოწესრიგებულიყო ეს მექანიზმი, ჰქონოდათ ინფორმაცია ამ საქმიანობით დაინტერესებულ პირებს და მერე მომხდარიყო დაჯარიმება.“

ჩვენ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე მოქალაქის სტატუსით დავრეკეთ. როგორც გვიპასუხეს, კერძო პირები გასულ წელსაც დაჯარიმდნენ.

-„თქვენი საქმიანობა თუ არის ყურძნის ყიდვა და გაყიდვა, ამისთვის ეკომომიკური სტატუსი გჭირდებათ, ანუ უნდა იყოთ რეგისტრირებული ინდ.მეწარმედ, მცირე მეწარმედ და ა.შ. დაჯარიმება ყოველ წელიწადს ასეა, რადგან კოდექსში არსებობს შესაბამისი ჩანაწერი. თუკი ვინმე სულ ისე ვაჭრობდა რეგისტრაციის გარეშე და არ დაააჯარიმეს აქამდე, ესე იგი გაუმართლა. გასულ წელსაც ბევრი დააჯარიმეს ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელდებდა სტატუსის გარეშე. თუ ვინმეს თავისი პროდუქცია მიაქვს გასაყიდად ამის დამადასტურებული მტკიცებულება ადგილობრივი თვითმმართველობიდან აღებული ცნობაა. “

ცნობისთვის, ეკონომიკური საქმინაობა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 5000 ლარამდე.
შემოსავლების სამსახური ამ საქმით დაინტერესებულ პირებს ურჩევს, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდნენ და გლეხებთან მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმონ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ საფერავის პირველი
საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
14:43 / 04.02.2019
ქართულ-აზერბაიჯანული სათემო რადიო „ივრისის“ ბაზაზე უკვე სამი
თვეა მიმდინარეობს პროექტი „მე შევცვლი ჩემს თემს“, რომლის მიზანია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ახალგაზრდების
ინფორმირება ისეთ თემებზე, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოება, ჯანსაღი
ცხოვრების წესი, პოლიციის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,
ვიდეოადვოკატირება და სხვა.

ქართულ-აზერბაიჯანული სათემო რადიო „ივრისის“ ბაზაზე უკვე სამი თვეა მიმდინარეობს პროექტი „მე შევცვლი ჩემს თემს“, რომლის მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ახალგაზრდების ინფორმირება ისეთ თემებზე, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პოლიციის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდეოადვოკატირება და სხვა.

17:25 / 01.02.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი 2018 წლის წარმატებებსა და
წარუმატებლობებზე გვესაუბრება, ის სამომავლო გეგმებზეც აკეთებს
აქცენტს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი 2018 წლის წარმატებებსა და წარუმატებლობებზე გვესაუბრება, ის სამომავლო გეგმებზეც აკეთებს აქცენტს.
18:04 / 28.12.2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში
საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა
ექსპორტირებული. ეს მაჩვენებელი
11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ეს მაჩვენებელი 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.
17:01 / 05.12.2018
ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება,რომლის
ორგანიზატორი საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭოა.
ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება,რომლის ორგანიზატორი საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭოა.
16:59 / 12.11.2018
სხვა ამბები
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16-02-2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16-02-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15-02-2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15-02-2019
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12-02-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.