საზოგადოება
სოფელ შიბლიანში 32 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა
გუშინ მოსულმა სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა. მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის ინფორმაციით, სოფელ შიბლიანში 30 ჰექტარი რქაწითელი და 2 ჰექტარი სასუფრე ჯიშის ყურძენი 25%-ით დაისეტყვა.
როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, მოსახლეობას ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.
„მოსახლეობას მოსავლის დაბინავებას უპრობლემოდ შეძლებს. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება უკვე შესაძლებელია საგარეჯოში მდებარე შპს „საამოში“. ფასი 50 თეთრით განისაზღვრება.“- აღნიშნა შტაბის ხელძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ სტიქია იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, მელაანსა და არაშენდაში. სეტყვამ 400 ჰექტარი ვენახი 50%-ით განადგურდა.



| Print |
FaceBook Twitter Google