სოფლის მეურნეობა
რთვლის შტაბი - რიგები ქარხნებთან ჩვეულებრივი მოვლენაა

გურჯაანში, დუგლაძეების ღვინის ქარხანასთან მევენახეების ნაწილს ლოდინი მთელი ღამე მოუწია, მაგრამ ზოგიერთმა მოსავლის ჩაბარება ამ დრომდე მაინც ვერ შეძლო.


როგორც speqtri.ge-ს რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით კახეთის რეგიონში 167 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, ზოგიერთი ქარხანა გადაივსო და სხვა კომპანიებთან რიგები ამის გამო წარმოიქმნა. მათივე ცნობით, შტაბის რამდენიმე წევრი აღნიშნულ ქარხანაზე უკვე იმყოფებოდა, ვითარებაში სხვა თანამშრომლებიც ადგილზე გაერკვევიან.

-„ამ დროისთვის 167 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოლო 30 წლის რეკორდია. 230-მდე საწარმო იყო ჩართული ყურძნის რეალიზაციის პროცესში, ზოგი გადაივსო. რთველის მიწურულს ცალკეულ ღვინის ქარხნებთან წარმოიქმნა რიგები, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება. იყო წლები როდესაც 2-3 დღე უწევდათ რიგში დგომა. კომპანიებმა საფერავის ძირითადი ნაწილი უკვე მიიღეს, ცოტაღაა დარჩენილი და ყველა აღარ იბარებს. რიგები ძირითადად საფერავზეა, რქაწითელზე არა." - განუცხადეს speqtri.ge-ს შტაბში.

 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / ყურძენი /