სოფლის მეურნეობა
მსოფლიოს 53 ქვეყანაში 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ეს მაჩვენებელი 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.


უწყების ინფორმაციით 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ თანხებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.
ამასთან, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი - 34% (103724), იაპონია - 30% (201275 ბოთლი), პოლონეთი - 27% (3026652) და აშშ - 3% (456376);
ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი - 477% (99774), ჩეხეთი - 69% (57708), ნიდერლანდები - 41% (72249), ლიეტუვა - 19% (439980), საფრანგეთი - 15% (113885), ესტონეთი - 11% (509840), ლატვია - 10% (1612234), გერმანია - 9% (439638), კანადა - 7% (173538) და ა.შ.;
ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 102% (135294), ყირგიზეთი - 34% (179610), აზერბაიჯანი - 31% (146256), მონღოლეთი - 27% (214398), უკრაინა - 24% (9525172), ყაზახეთი - 10% (3396452), რუსეთი - 11% (48587707), სამხრეთ კორეა - 275% (68124), სინგაპური 6700% - (40800) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (48587707), უკრაინა (9525172), ჩინეთი (6275909), ყაზახეთი (3396452) და პოლონეთი (3026652).


იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 3% შეადგინა.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 43%. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს.


| Print |
FaceBook Twitter Google