სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა
გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ღვინის ქიმიური ნარჩენები იპოვეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000-5800 წლებით თარიღდება.

ნეოლითური პერიოდის კერამიკა ღვინის მჟავითაა გაჟღენთილი. ის, რომ კერამიკაში ღვინო იყო სხვა აღმოჩენილი ორგანული მჟავებიც ადასტურებს. გინესის მსოფლიო რეკორდების ვებ-გვერდზე წერია, რომ ღვინის ნაშთი აღმოჩენილია დიდი მოცულობის დოქებში, რომლებსაც, სავარაუდოდ, ფერმენტაციის, დაძველებისა და შენახვისთვის იყენებდნენ.


ამ აღმოჩენამდე, ღვინის სამშობლოდ ირანი ითვლებოდა, სადაც ქიმიურად იდენტიფიცირებული ღვინის უძველესი ნარჩენები იყო ნაპოვნი. ჰაჯი-ფირუზ-ტეპეს არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი კერამიკა ძვ. წ. 5400-500 წლებით თარიღდება. საქართველოში ნაპოვნი ნაშთები 600-1000 წლით უფრო ძველია.


| Print |
FaceBook Twitter Google