სოფლის მეურნეობა
უცხოელებს, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ სანქციები დაეკისრებათ
აგრარულმა კომიტეტმა პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ავტორი პარლამენტის წევრი ოთარ დანელიაა.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, ჯერ ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი - მიწის გაყიდვა მოუწევთ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს: სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში; საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში და ა.შ. კანონი ასევე ადგენს შემთხვევებს, როდის შეიძლება მიწა იყოს უცხოელის საკუთრებაში, ასეთი შემთხვევებია: თუ უცხოელმა მიწა მიიღო მემკვიდრეობით; თუ მიწა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცა უცხოელს ან უცხოურ საწარმოს, თუმცა, კონკრეტული საინვესტიციო გეგმის საფუძველზე.


უცხოელი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო მიწა დანიშნულებისამებრ გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 წლის ვადაში უნდა გაასხვისოს. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საკარმიდამოს კატეგორიის სასოფლო მიწებზე. თუ პირმა მიწის ნაკვეთი არ გაასხვისა, ნაკვეთი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ახალი ვალდებულებები ეხება კანონის ამოქმედებისთვის უცხოელის ან უცხოური საწარმოს მფლობელობაში არსებულ მიწებსაც.


ამ შემთხვევაშიც მიწის მფლობელები ვალდებულები არიან, დაამუშავონ მიწა და თუ ამას 3 წლის განმავლობაში არ გააკეთებენ, დაჯარიმდებიან ან უკიდურეს შემთხვევაში მიწის გასხვისება მოუწევთ. იურიდიული პირები კი, რომლებიც კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობენ მიწებს, ვალდებულნი არიან 2 წლის ვადაში წარადგინონ საინვესტიციო გეგმა და შეასრულონ ის.
კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას უკრძალავს ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომელთა მფლობელები უცხოელები არიან. ისინი ვალდებულნი არიან, 2 წლის ვადაში გაასხვისონ ასეთი მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 80 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები მიწა / უცხოელები /
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე
სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.
12:28 / 05.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით,
ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
14:09 / 20.11.2019
საფრანგეთში ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon
Savim Automne“ გაიმართა.
საფრანგეთში ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon Savim Automne“ გაიმართა.
14:51 / 19.11.2019
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი
გამოფენა „Stockholm Food and Wine 2019“ გაიმართა. გამოფენაზე ღვინის
ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12
კომპანია იღებდა მონაწილეობას.
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენა „Stockholm Food and Wine 2019“ გაიმართა. გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია იღებდა მონაწილეობას.
15:53 / 11.11.2019
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილების თანახმად,
კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში,
პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი
კომპანიებისგან შეეძლებათ.
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
11:32 / 26.10.2019
სხვა ამბები
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.
12:53 / 04-12-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მორიგი საკლუბო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის და საგარეჯოს გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
12:27 / 03-12-2019
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
15:18 / 27-11-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2606
USD
USD
1
2.9446
GBP
GBP
1
3.8789
TRY
TRY
1
0.5077
RUB
RUB
100
4.6194
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო -2 / 7 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 8 °C
img
ლაგოდეხი -3 / 7 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი -1 / 8 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.