სოფლის მეურნეობა
დუბლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.


გაიმართა მასტერკლასი და პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები და სომელიეები დაესწრნენ,  ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. ქართულმა ღვინომ ირლანდიელების დიდი მოწონება დაიმსახურა. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“. პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები.

| Print |
FaceBook Twitter Google