სოფლის მეურნეობა
ლევან დავითაშვილი ყურძნის ფასზე - შარშანდელზე ნაკლები არ იქნება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
ამის შესახებ მან დღეს თელავში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

-„ფასთან დაკავშირებით ჩემი ნებისმიერი განცხადება ბაზარზე იმოქმედებს, ეს მგრძნობიარე საკითხია. რა ეღირება ყურძენი ვერ გეტყვით, ფასს სახელმწიფო არ აწესებს. იმ მინიმუმ გარანტიებს, რაც მევენახის ინტერესების შენარჩუნებას უკავშირდება, ბოლო წლებია სტანდარტულად ვთავაზობთ ჩვენს მევენახეებს. არაერთი შეხვედრა გვქონდა კახეთში მოსახლეობასთან, სამწუხაროდ გავრცლეებულია არასწორი ინფორმაცია, რომ ფასი იქნება ძალიან დაბალი. ეს პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიზების მცდელობის ნაწილია. ის ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგს დიდი ხანია ანგრევდნენ, ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ფასი შარშანდელზე ნაკლები არ იქნება,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში უკვე გახსნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“ განთავსდა. ცხელი ხაზის ნომერია 15 01.



| Print |
FaceBook Twitter Google