სოფლის მეურნეობა
კახეთში რთველი ხვალიდან დაიწყება
რთველი ხვალ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

-"დედოფლსწყაროს მუნიციპალიტეტში, სამთაწყაროსა და მის მიდამოებში, სადაც ცხელი ადგილებია, სადაც ვხედავთ რომ ყურძენი კონდიციაშია, პირველ რიგში იქ დაიწყება რთველი,"-აღნიშნა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს თელავში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება და გასულ წელთან შედარებით ნაკლები ფასი არ ექნება.


| Print |
FaceBook Twitter Google