სოფლის მეურნეობა
კახეთში ჭარბ ყურძენს შპს "აკურა" სახელმწიფოსგან აღებული კრედიტით შეისყიდის
წელს კახეთში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამან შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

საჭიროების შემთხვევაში შპს „აკურას“  შესყიდვისა და რთველში ჩართვის უფლების მინიჭების მიზნით სახელმწიფო კრედიტის სახით 20 მილიონ ლარს გამოუყოფს.

-"თუ საჭირო გახდა, კომპანია აიღებს კომერციულ კრედიტს. მას ასევე გააჩნია თავისი საკუთარი კაპიტალი. აკურა სახელმწიფო კომპანიაა, თუ საჭიროება მოითხოვს, მთავრობა მას მიანიჭებს უფლებას, რომ რთველის პერიოდში ჭარბი ყურძენი შეისყიდოს. კერძო კომპანიას ამ უფლების მინიჭება არ სჭირდება, ისინი თავისით ოპერირებენ ბაზარზე,"-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში უკვე გახსნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“ განთავსდა. ცხელი ხაზის ნომერია 15 01.

ამავე თემაზე : 
ლევან დავითაშვილი ყურძნის ფასზე - შარშანდელზე ნაკლები არ იქნება
ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება
მინისტრის მოადგილე ყურძნის ფასზე - "წინასწარ ნუ ჩავვარდებით პანიკაში“
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აკურა / რთველი /