სოფლის მეურნეობა
კახურ მწვანეს 80-დან 95 თეთრამდე ფასად იბარებენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 3 500 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
აქედან 1 200 ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე საფერავი, 300 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიში.

-"ჩვენ ვენახებსაც ვკრეფთ და მოსახლეობისგანაც ვიბარებთ ყურძენს. ვენახებს ვამოწმებთ და საშამპანურე მასალას იმის მიხედვით ვიბარებთ. ამ დროისთვის მივიღეთ კახური "მწვანე". ხარისხს გააჩნია, 85-დან 95 თეთრამდე ღირს. ყურძენი ძირითადად თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან ჩავიბარეთ. კერძო 120-130 ტონა მივიღეთ, დანარჩენი ჩვენ ვენახებშია მოკრეფილი. რა ფასი ექნება ჩვენს კომპანიაში რქაწითელს, ჯერ ვერ გეტყვით,"-აღნიშნა speqtri.ge-სთან თელავის ღვინის მარნის დირექტორმა თენგიზ ჯავახიშვილმა.

რქაწითელი, რაც ამ დროისთვისაა გადამუშავებული, კომპანიებმა ჯერ თავის ვენახებში დაკრიფეს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

ამავე თემაზე:
ლევან დავითაშვილი ყურძნის ფასზე - შარშანდელზე ნაკლები არ იქნება
კახეთში ყურძენი მზისგან იწვება
კახეთში ჭარბ ყურძენს შპს "აკურა" სახელმწიფოსგან აღებული კრედიტით შეისყიდის
მინისტრის მოადგილე ყურძნის ფასზე - "წინასწარ ნუ ჩავვარდებით პანიკაში“
| Print |
FaceBook Twitter Google