სოფლის მეურნეობა
კადასტრის ცნობის აღების ვადა გახანგრძლივდა
გურჯაანში კადასტრის ცნობების გაცემა 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ განაცხადა, პროცესი კვლავ გრძელდება.


„ბევრმა მევენახემ აიღო საკადასტრო ცნობა, მაგრამ კიდევ არის დარჩენილი ის კატეგორია, ვისაც ამ დრომდე არ მოუმართავს. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობს. მივმართავთ მოსახლეობას, რთვლის დაწყებამდე აუცილებლად მოვიდნენ და აიღონ ცნობა. მინიმუმ ერთი კვირა მაინც კიდევ ვიქნებით ადგილზე. “


შეგახსენებთ, რომ წელს მევენახეები მიკროზონის ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. ცნობის აღება ყველასთვის სავალდებულოა. მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც მდებარეობს გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google