სოფლის მეურნეობა
რქაწითელის ფასი 70 თეთრია

კახეთის რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა რთველი დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით უმეტესად გადამუშავებულია საადრეო ჯიშები და კომპანიების კუთვნილ ვენახებში მოყვანილი ყურძენი, სულ 7 ათასამდე ტონა მოსავალი.




„დედოფლისწყაროში ძირითადად დაკრეფილია 60 ტონამდე მუსკატის ჯიშის ყურძენი, რომელიც სხვადასხვა კერძო კომპანიამ მიიღო. მცირე რაოდენობით ჩაბარებულია რქაწითელიც. ღირებულებას რაც შეეხება, ფასი 70 თეთრიდან დაფიქსირდა.“ - განაცხადეს სააგენტოში.

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 115 კომპანია.

 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / ფასი /