სოფლის მეურნეობა
რქაწითელის საწყისი ფასი 70 თეთრია, საფერავის - 1,50 ლარი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით კახეთში უკვე 8, 3 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. როგორც სააგენტოში განაცხადეს, ამ დროისათვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დაახლოებით 120 ღვინის მწარმოებელია დარეგისტრირებული.


წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის პროცესში სახელმწიფო ჩართულია მხოლოდ მოსავლის აღრიცხვიანობისა და ორგანიზებულად დაბინავების მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში. მისივე თქმით, თუ ბაზარზე ჭარბი ყურძენი იქნება, ამ მიმართულებით რისკები და მევენახეების ინტერესები დაცულია, შესაბამისად, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რაც შეეხება ყურძნის ფასს, საფერავის საწყისი ღირებულება 1.50 ლარია, ხოლო რქაწითელის -70 თეთრი.


რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში,  სასტუმრო ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ -  ალაზნის ქუჩა 97 -შია განთავსებული. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

| Print |
FaceBook Twitter Google