სოფლის მეურნეობა
აქციის მონაწილეებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს
კახეთის გუბერნატორი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აქციის მონაწილეებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში შეხვდნენ.


მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას და ქარხნების გახსნას ითხოვდნენ. ერთ-ერთი მონაწილის ზაურ ოქრუაშვილის თქმით, ყურძნის მოყვანა ძვირი ჯდება და დახარჯულ თანხას კი ვერ ინაზღაურებენ.
„ფასი ძალიან დაბალია. მუშა 25 ლარი რომ ღირდა ეხლა 35-ია, სხვაც ბევრი ხარჯი გვაქვს და ამასაც კი ვერ ვიღებთ. ტყუილად ვწვალობთ, რომ ვითვლი, არაფერი რჩება. ყველაფერი გაძვირდა, მხოლოდ ყურძენს არ მოემატა ფასი. გვეუბნებიან მეღვინესთან მიდიო, ის არც კი გამოდის გარეთ, რომ დაგველაპარაკოს. რაც იქნება იქნება, თავს ზევით ძალა არ არის.“

სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.
„მიუხედავად იმისა, დაზიანებულია თუ არა ყურძენი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მევენახეს ჩაბარება გაუადვილდეს. შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და ჩაბარებაზე არ იქნება რიგები. რაც შეეხება ფასს, უკვე გვქონდა შემთხვევეი, როდესაც რქაწითელი 85 თეთრად ჩაიბარეს.
ჩვენ დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ მევენახეებს, რათა არ ჰქონდეთ ჩაბარების პრობლემა და არ იყოს რიგები. ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა და მათ ყველაფერი დეტალურად გაიგეს . “

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას თქმით, სახელმწიფო ფასის რეგულაციაში არ ერევა.
„გუშინ დედოფლისწყაროს და სიღნაღის ყურძენი საფერავი 1,65 ლარად ჩაიბარეს, დღეს ბაკურციხეში 1,70 ლარა იკრიფება საფერავი. იმედია, გლეხობა გაგებით მოეკიდება და მიიღებს იმ ფასებს, რაც ბაზარზე ფიქსირდება.“

მისივე თქმით, ამჟამად 200-ზე მეტი კომაპანიაა დარეგისტრირებული. დღეის მდგომარეობით, 20 ატას ტონაზე მეტი ყურძენია დაკრეფილი. აქედან: 9 ათასამდე რქაწითელი,10 ათასამდე საფერავი და დანარჩენი შერეული ჯიშები.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / გურჯაანი /
ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო
და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა
ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში
გადააგზავნა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში გადააგზავნა.
18:04 / 13.02.2020
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ექსპორტის განვითარების
ასოციაციის (EDA) წარმომადგენლები თელავში ფერმერებს შეხვდნენ.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) წარმომადგენლები თელავში ფერმერებს შეხვდნენ.
15:15 / 18.01.2020
ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ამის
შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ავრცელებს.
ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
16:36 / 18.12.2019
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე
სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.
12:28 / 05.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით,
ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
14:09 / 20.11.2019
სხვა ამბები
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20-02-2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18-02-2020
თბილისში14-16 თებერვალს გამართულ კიკბოქსინგის რესპუბლიკურ ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი პირველი9 და ორი მეორე ადგილი აიღეს.
16:50 / 17-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ“ სპორტული ფორმები გადასცა.
15:48 / 14-02-2020
განათლების სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს.
16:05 / 12-02-2020
გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორშაბათიდან ბავშვების კვების მენიუს გამოქვეყნება დაიწყო.
16:45 / 11-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0701
USD
USD
1
2.8422
GBP
GBP
1
3.6914
TRY
TRY
1
0.4692
RUB
RUB
100
4.4678
ამინდი
გურჯაანი 3 / 12 °C
img
საგარეჯო 0 / 12 °C
img
დ.წყარო 1 / 8 °C
img
სიღნაღი 2 / 10 °C
img
ლაგოდეხი 2 / 9 °C
img
ყვარელი 3 / 12 °C
img
თელავი 2 / 13 °C
img
ახმეტა 1 / 13 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.