სოფლის მეურნეობა
კახეთში საფერავის ჯიშის ყურძენს სამი ქარხანა იბარებს
კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძენს ამ დროისთვის მხოლოდ სამი ქარხანა იბარებს : გურჯაანში-დუგლაძეების, ასევე წინანდლისა და თელავის ღვინის მარნები.
გასული წლების მსგავსად სახელმწიფო ქარხანა საფერავს არც ახლა ჩაიბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განმარტებით, ამ ჯიშზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან ისედაც მაღალია.

-„საფერავს კერძო სექტორი იბარებს. ამ დროისთვის რამდენიმე ქარხანა იღებს, ნელ-ნელა ყველა ჩაერთვება რთვლის პროცესში, როდესაც ჩათვლიან, რომ ყურძენი საკმარისად მწიფეა. დედოფლწყაროსა და სიღნაღში უკვე მასიურად იკრიფება საფერავი, ზოგან დამთავრდა კიდეც, ნელ-ნელა აქეთ გადმოინაცვლა და ორი-სამი დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეშიც კრეფენ.,“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან ლევან მეხუზლამ.

ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 22 866 ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 7453 საფერავია, დანარჩენი კი კახური მწვანე, ქისი და რქაწითელი.

მიმდინარე წელს საფერავის მინიმალური ფასი 1 ლარი 50 თეთრი დაფიქსირდა.


ამავე თემაზე:
მევენახემ ყურძნის ჩასაბარებლად კადასტრის გარდა, ცნობა თვითმმართველობიდანაც უნდა აიღოს
აქცია ყვარელში- მევენახეები ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვენ
რქაწითელის საწყისი ფასი 70 თეთრია, საფერავის - 1,50 ლარი
| Print |
FaceBook Twitter Google