სოფლის მეურნეობა
ბრიტანელი ღვინის ექსპერტები კახეთს ესტუმრნენ [R]
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები არიან.
ღვინის ექსპერტების ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group-ის ორგანიზებით განხორციელდა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა მარკეტინგული კომპანია მოიძია, რომელთაგან ღვინის მაგისტრის სარა ებოტის და ცნობილი ღვინის მწერლის, რობერტ ჯოზეფის ერთობლივი კომპანია „Swirl Wine Group“ შეირჩა. კომპანია ხელს უწყობს ქართული ღვინის ლოიალურობის ამაღლებას, პოპულარიზაციას და ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ვიზიტს, ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ და ადგილზე დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. ამასთან ერთად, თბილისში ჩატარდა დეგუსტაცია, სადაც ღვინის მწარმოებელ 27 კომპანიას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებისთვის წარედგინა.
ღვინის ეროვნული სააგეტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ბრიტანელ პროფესიონალებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში შეხვდა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული.

„დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. წელიწადის ამ საუკეთესო დროს, რთველის პერიოდში, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას და უნიკალურ ქართულ ღვინოებს, რომელზეც მოთხოვნა სხვა საერთაშორისო ბაზრებთან ერთად, დიდ ბრიტანეთშიც მზარდია“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა ღვინის კულტურის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.

„ორწელიწადნახევრის წინ ვიყავი საქართველოში და აღფრთოვანებული დავრჩი არაჩვეულებრივი ჯიშების მრავალფეროვნებით, ამიტომ მინდოდა კიდევ უფრო მეტი გამეგო ქართული ღვინის შესახებ. ჩემი აზრით, საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელია. შემონახული ისტორია და ტრადიციები, ქვევრის დამზადების პროცესი, ეს ყველაფერი ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესოა. მომწონს ადამიანებთან შეხვედრა, ღვინისა და საკვების შეხამება, ჭაჭაზე დადუღებული ღვინის ნაირსახეობა, რომელსაც არაჩვეულებრივი არომატები აქვს. კახეთის რეგიონზე მეტის გაგების სურვილი მაქვს, კერძოდ კი, მინდა გავეცნო ქარვისფერ ღვინოებს, ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოებს, როგორებიცაა ქისი, ხიხვი, რადგან ბრიტანეთში ბევრჯერ გამისინჯავს რქაწითელი, მაგრამ ადგილწარმოშობის სახეობები იშვიათად გვხვდება. საინტერესო იყო იმ ადამიანების გაცნობაც, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ ჯიშების მომზადების პროცესში” - აღნიშნა სომელიე ემილი ჰერმანმა (Emily Harman).

ბრიტანელი სტუმრების ვიზიტი კახეთში რთველის მიმდინარეობას დაემთხვა. რამდენიმე ღვინის საწარმოში მათ ყურძნის გადამუშავების პროცესის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცათ. წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის პროცესი შეფერხებების გარეშე მიდის. 27 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 165 ათასამდე ტინა ყურძენია გადამუშავებული.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით,
ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
14:09 / 20.11.2019
საფრანგეთში ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon
Savim Automne“ გაიმართა.
საფრანგეთში ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon Savim Automne“ გაიმართა.
14:51 / 19.11.2019
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი
გამოფენა „Stockholm Food and Wine 2019“ გაიმართა. გამოფენაზე ღვინის
ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12
კომპანია იღებდა მონაწილეობას.
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენა „Stockholm Food and Wine 2019“ გაიმართა. გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია იღებდა მონაწილეობას.
15:53 / 11.11.2019
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილების თანახმად,
კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში,
პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი
კომპანიებისგან შეეძლებათ.
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
11:32 / 26.10.2019
12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე
მესამედ გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში
დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა
ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ
კერძებთან ერთად.
12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.
17:05 / 02.10.2019
სხვა ამბები
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
USD
USD
1
2.9735
GBP
GBP
1
3.8465
TRY
TRY
1
0.5203
RUB
RUB
100
4.6667
ამინდი
გურჯაანი 1 / 10 °C
img
საგარეჯო 2 / 12 °C
img
დ.წყარო 1 / 9 °C
img
სიღნაღი 1 / 12 °C
img
ლაგოდეხი 1 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 10 °C
img
თელავი 2 / 13 °C
img
ახმეტა 1 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.