სოფლის მეურნეობა
რა ცვლილება შევიდა პროგრამაში "დანერგე მომავალი“
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოურ სანერგე კომპანიისაგან განახორცილებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს.

-"ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ - მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ,"-აცხადებენ უწყებაში.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო. პროგრამის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.
საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7,799 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43,151,000 ლარს შეადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google