სოფლის მეურნეობა
მარსელში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს
საფრანგეთში ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon Savim Automne“ გაიმართა.

ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ”LE PONT CAUCASIEN“-ის ორგანიზებით, საქართველოდან ღვინის 12 მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

„Salon Savim Automne“, თავისი 30 წლიანი ისტორიით, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ფესტივალს სტუმრობენ როგორც ღვინის იმპორტიორები და კომერციული პირები, ასევე ღვინის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში მზარდია. „Salon Savim Automne“-ზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო
და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა
ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში
გადააგზავნა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში გადააგზავნა.
18:04 / 13.02.2020
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ექსპორტის განვითარების
ასოციაციის (EDA) წარმომადგენლები თელავში ფერმერებს შეხვდნენ.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) წარმომადგენლები თელავში ფერმერებს შეხვდნენ.
15:15 / 18.01.2020
ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ამის
შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ავრცელებს.
ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
16:36 / 18.12.2019
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე
სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.
12:28 / 05.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით,
ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
14:09 / 20.11.2019
სხვა ამბები
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე განისაზღვრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველ ტაპზე 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.
11:25 / 22-02-2020
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი 8:5 დაამარცხეს.
11:57 / 21-02-2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20-02-2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18-02-2020
თბილისში14-16 თებერვალს გამართულ კიკბოქსინგის რესპუბლიკურ ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი პირველი9 და ორი მეორე ადგილი აიღეს.
16:50 / 17-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0370
USD
USD
1
2.8079
GBP
GBP
1
3.6233
TRY
TRY
1
0.4567
RUB
RUB
100
4.2987
ამინდი
გურჯაანი -3 / 13 °C
img
საგარეჯო -3 / 7 °C
img
დ.წყარო -4 / 7 °C
img
სიღნაღი -2 / 13 °C
img
ლაგოდეხი -3 / 11 °C
img
ყვარელი -3 / 13 °C
img
თელავი -2 / 9 °C
img
ახმეტა -3 / 9 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.