სოფლის მეურნეობა
მარსელში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს
საფრანგეთში ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon Savim Automne“ გაიმართა.

ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ”LE PONT CAUCASIEN“-ის ორგანიზებით, საქართველოდან ღვინის 12 მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

„Salon Savim Automne“, თავისი 30 წლიანი ისტორიით, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ფესტივალს სტუმრობენ როგორც ღვინის იმპორტიორები და კომერციული პირები, ასევე ღვინის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში მზარდია. „Salon Savim Automne“-ზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.


| Print |
FaceBook Twitter Google