სოფლის მეურნეობა
ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის პროდუქცია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და იგი დაგეგმილ დროზე დიდხანს გაგრძელდა. ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ქალაქებში ითვალისწინებდა. ფესტივალი უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულში, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში.


| Print |
FaceBook Twitter Google