სოფლის მეურნეობა
ქვეყანაში საკონსერვო პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნება - ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი სამი ძირითადი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.


„სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანელებთან („კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“) შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. მათ აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებსა და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერას, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს.


ამავე თემაზე:

7 ძირითად პროდუქტზე ფასი არ უნდა გაიზარდოს -პრემიერის დავალება [Video]
ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას-ლევან დავითაშვილი


| Print |
FaceBook Twitter Google