სოფლის მეურნეობა
გურჯაანის აგრარული ბაზარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეამოწმა
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის სურსათის რეალიზაციის თვალსაზრისით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის აგრარულ ბაზარს ესტუმრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ, თუ რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„გურჯაანის აგრარულ ბაზარს დღეში რამდენჯერმე უტარდება დეზინფექცია. ვაჭრობა შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით მიმდინარეობს.“ - აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღევანდელი მონაცემებით, 108 პირია ინფიცირებული, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.



| Print |
FaceBook Twitter Google