სოფლის მეურნეობა
ლაგოდეხში კიტრის რეალიზაციისთვის საბითუმო ბაზარი მოეწყობა
კიტრის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ყოველდღიურად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 80-100 ტონა კიტრი იკრიფება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საშვებს იმ ფერმერებზე, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში კიტრის მოსავლის მიღება და მისი რეალიზება უწევთ.

დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაიგეგმა სოფელ კაბალში გამოყოფილ ტერიტორიაზე ფერმერებისა და დისტრიბუტორებისთვის ე.წ. "საბითუმო ბაზრის" მოწყობა, რაც მოსავლის ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესს გაამარტივებს.


| Print |
FaceBook Twitter Google