სოფლის მეურნეობა
რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, მოსავლის 90% არ იქნებოდა - ირაკლი ქადაგიშვილი
როგორც გუშინ კახეთში მოსული სეტყვის შემდეგ მოსახლეობა საუბრობდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედება სტიქიის შემდეგ მოხდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„ძალიან კარგი იქნება, თუკი მოსახლეობას კომპეტენტურ აზრს მივაწვდით. რომ არ იყოს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში, ჩავთვალოთ, რომ მოსავლის 90% საერთოდ არ იქნებოდა. გუშინ 790 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ღრუბელის ფრონტი შემოვიდა, რომელიც იყო ჩამოყალბებული, როგორც სეტყვის ღრუბელი. რომ არ ამ სისტემის ეფექტურუ მუშაობა, გვექნებოდა ტოტალური დასეტყვა. დღეს გვაქვს რამდენიმე წერტილი, რომელიც დაისეტყვა. ამ სისტემის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რო მვიღაცას უხარია, თუ დაისეტყვება მთელი კახეთი. “


რაც შეეხება ზარალს, გუბერნატორის განცხადებით, ვენახის ზარალი ძალიან მინიმალურია.
„ძირითიადად იყო ერთწლოვან კულტურებზე მოსული სეტყვა რამოდენიმე ლოკაციაზე. რა თქმა უნდა ზარალი არის, მაგრამ ეს არ არის ტოტალური ზარალი.“


შეგახსენებთ, რომ გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განადგურდა ხორბლისა და ქერის ყანები, დაისეტყვა ვენახები, ლობიოს, ნივრისა და პომიდვრის ნარგავები.


გუშინ მოსულ სტიქიასთან დაკავშირებით, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში განაცხადეს, რომ რეგიონში სისტემამ 130-მდე რაკეტა გაისროლა, რომლის საშუალებითაც მოხდა მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად შემსუბუქება.
| Print |
FaceBook Twitter Google