სოფლის მეურნეობა
ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარს მიიღებენ
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, სახელმწიფოსგან  ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს.

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონისა და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.






| Print |
FaceBook Twitter Google