სოფლის მეურნეობა
ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადისგან 20 წლით გათავისუფლდებიან
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 42 000 ფერმერი 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდება.

„ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა საქართველოში არის 42 ათასი, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან. სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 20 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად,მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით. ეს იქნება გრანტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აქვე შეგახსენეთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით პრემიერის განცხადებით, ფერმერები ასევე 1 ჰექტარზე მიიღებენ 150 ლიტრ დიზელის საწვავს, საბაზრო ღირბეულებაზე 1 ლარით იაფად.

გარდა ამისა, ისარგებლებენ სუბსიდიით, რომელიც ერთ ჰექტარზე 200 ლარით განისაზღვრება.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ძალაში შევა 20 მაისიდან. მთლიანობაში სახელმწიფო დაეხმარება დაახლოებით 200 000 ფერმერს. საერთო ჯამში აღნიშნული ბიუჯეტი შეადგენს 300 მილიონ ლარს.

აქვე განვმარტავთ, რომ ამ პროგრამითსარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა მიწაც დარეგისტრირებულია. ამიტომ პრემიერმინისტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიწები, რაც შეიძლება მალე დაირეგისტრირონ.


| Print |
FaceBook Twitter Google