სოფლის მეურნეობა
ვფიქრობ, მისაღები იქნება - მინისტრის მოადგილე ატმის ფასზე
კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს ატმისა და ვაშლატამის 35 000 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან.
როგორც speqtri.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა, ძირითადი ექსპორტიორები ისევ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები იქნებიან და რამე სახის შეზღუდვა ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოეწყობა ე.წ შლაგბაუმები, სადაც ექსპორტიორები თერმოსკრინიგს გაივლიან.

-„სამშაბათს შევიკრიბებით გურჯაანის მერიის შენობაში. ყველა სამსახური იქნება წარმოდგენილი: გუბერნია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სურსათის უვნებლობა და რეგონის პოლიციაც. გვინდა, შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რაც უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინაროებს და ხელი არ შევუწყოთ კორონავირუსის გავრცლეებას. გასულ წელს ცხრა სამაცივრე მეურნეობა მუშაობდა, ამჟამად მათი რიცხვი 20-ს შეადგენს. ჩუმლაყში მოეწყობა სპეციალური ლოკაცია, იქნება ე.წ შლაგბაუმები და ვერავინ გადავა ისე, რომ არ გაიაროს თერმოსკრინინგი. ყველა ექსპორტიორის მანქანა გაკონტროლდება, თუ ვინ გადმოამისამართა საქართველოში, საიდან ჩამოვიდნენ, როგორ მოძებნეს ადგილობრივი ფერმერი. ეს გაკეთდება ერთი ფანჯრის პრინციპით და არ იქნება დროში გაწელილი პროცესი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მიდის მძღოლი, როდის ბრუნდება უკან, რათა მან თავისი სურვილის მიხედვით არ იმოძრაოს ბაღებში. ყველა ფერმერს ეცოდინება, რა ადგილას უნდა მოიტანოს ატამი და იქ მოხდება რეალიზაცია. ექსორტიორი ქვეყნები შესაძლებელია ისევ იგივე დარჩეს, ან გაიზარდოს. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ბიუროკრატიას ადგილი არ ჰქონდეს და ექსპორტიორებს დისკომფორტი არ შეექმნათ,“ - გვითხრა პავლიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ფასს ბაზარი არეგულირებს და წინასწარ მისი განსაზღვრა შეუძლებელია.

-„ბოლნისის და მარნეულის მაგალითმა გვაჩვენა, რომ პროდუქტზე კარგი ფასები შენარჩუნდა. მარნეულიდან კარანტინის რეჟიმში 7 000 ტონამდე ბოსტნეული გამოვიტანეთ. ისე გავაკეთეთ ყველაფერი, რომ პროტოკოლი არ დაგვირღვევია. შეიძლება ატამზეც გაიზარდოს შიდამოხმარება, ან შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ექსპორტი გაიზარდოს, ამას ახლა ვერ გეტყვით. წინასწარ ფასს ვერ განვსაზღვრავთ, თუმცა ვფიქრობ, მისაღები იქნება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მოსავლის რეალზაციას,“-ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სურსათის უნებლობის სამსახური და კრიმინალური პოლიცია ერთობლივად გააკონტროლებს, თუ როგორ იქნება სამაცივრე მეურნეობებში დასაქმებული ადამიანებისთვის უსაფრთხოების ზომები დაცული. დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა საწარმოს დაეკისრება.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ივნისის შუა რიცხვებში, ქალაქ გურჯაანში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე
მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
17:19 / 02.07.2020
2020 წელს რთველის სუბსიდირება კვლავ მოხდება. ამისათვის საქართველოს
მთავრობა 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
2020 წელს რთველის სუბსიდირება კვლავ მოხდება. ამისათვის საქართველოს მთავრობა 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
12:00 / 25.06.2020
დედოფლისწყაროში ქერის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ფერმერებს როგორც
შპს
დედოფლისწყაროში ქერის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ფერმერებს როგორც შპს "მექანიზატორის", ასევე კერძო ტექნიკა ემსახურება და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.
16:06 / 15.06.2020
ორშაბათს, 15 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყი-ყიტაანის
გზაზე ატმის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნება. მერის
მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ბაზარი, პანდემიასთან
დაკავშირებით არსებულ ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.
ორშაბათს, 15 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყი-ყიტაანის გზაზე ატმის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნება. მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ბაზარი, პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.
12:41 / 13.06.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4655
USD
USD
1
3.0600
GBP
GBP
1
3.8681
TRY
TRY
1
0.4456
RUB
RUB
100
4.3263
ამინდი
გურჯაანი 20 / 30 °C
img
საგარეჯო 18 / 29 °C
img
დ.წყარო 18 / 29 °C
img
სიღნაღი 21 / 31 °C
img
ლაგოდეხი 20 / 27 °C
img
ყვარელი 20 / 30 °C
img
თელავი 20 / 30 °C
img
ახმეტა 19 / 30 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.