დედოფლისწყაროში ქერის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ფერმერებს როგორც
შპს "მექანიზატორის", ასევე კერძო ტექნიკა ემსახურება და ამ მხრივ
პრობლემა არ არსებობს.
-"ტექნიკის პრობლემა არ გამოკვეთილა. ქერის მოსავლის აღება წელს გვიან
დაიწყო, რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს. დაახლოებით ორ კვირაში
ხორბლის დაბინავებაც დაიწყება, "-აღნიშნა speqtri.ge-სთან
ჯანიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები