სოფლის მეურნეობა
ყურძენზე სუბსიდია წელს ისევ გაიცემა
2020 წელს რთველის სუბსიდირება კვლავ მოხდება. ამისათვის საქართველოს მთავრობა 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ speqtri.ge-სთან განაცხადა, სუბსიდიის სტრუქტურა ამჟამად დამუშავების პროცესშია.
„კოვიდინფიცირების გამო გლობალურ ბაზარზე ზოგადად ღვინის მოხმარების კლებაა. მათ შორის 10-12 პროცენტით შემცირებულია ექსპორტი. პარალელურად, ნულამდე დავიდა ადგილობრივი გაყიდვები, საიდანაც დიდი წილი ტურიზმზე მოდიოდა. აქედან გამომდინარე, თუ მოთხოვნა არ არის ღვინოზე, არ იქნება ასევე იმ პროდუქტზეც, რისგანაც ღვინო მზადდება. წელს, შარშანდელზე არანაკლებ მოსავალს ველოდებით. შესაბამისად, ეს ფაქტორები განაპირობებენ იმას, რომ საჭირო გახდა სუბსიდიის შემოღება. კერძოდ, რქაწითელსა და კახურ მწვანეზე. “

მისივე თქმით, ფასი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

| Print |
FaceBook Twitter Google