სოფლის მეურნეობა
პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
ცვლილებები მოიცავს „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების“ და „სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების“ კომპონენტებს.

ცვლილებების თანახმად, პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. დაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1250 ლარს ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა პროგრამის სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტი. სააგენტო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ახალი სანერგე მეურნეობების შექმნას ან/და არსებული სანერგე მეურნეობების მოდერნიზება/გაფართოებას. თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ იმ სანერგე მეურნეობებზე, რომლებიც შეისყიდიან საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინ ვიტრო ლაბორატორიებს გასამრავლებელი მასალის საწარმოებლად. ამავე კომპონენტის ფარგლებში, განისაზღვრა კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისათვის მოთხოვნები - მრავალწლიანი კულტურების (გარდა ვაზისა) ჯიში, რომლის გამრავლებაც მოხდება, რეგისტრირებული უნდა იყოს ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნულ
სააგენტოში ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს
შეხვდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
12:01 / 30.07.2020
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის,
სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
11:00 / 28.07.2020
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან
დავითაშვილი ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და ატმის ბაღები მოინახულა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წელს დაახლოებით 30 ათას
ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და ატმის ბაღები მოინახულა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წელს დაახლოებით 30 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.
12:47 / 08.07.2020
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ
ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა მოინახულა და ატმის რელიზაციის პროცესს
ადგილზე გაეცნო.
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა მოინახულა და ატმის რელიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
12:44 / 08.07.2020
სხვა ამბები
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03-07-2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
USD
USD
1
3.0737
GBP
GBP
1
4.0493
TRY
TRY
1
0.4228
RUB
RUB
100
4.1843
ამინდი
გურჯაანი 19 / 31 °C
img
საგარეჯო 18 / 28 °C
img
დ.წყარო 17 / 26 °C
img
სიღნაღი 19 / 31 °C
img
ლაგოდეხი 18 / 28 °C
img
ყვარელი 19 / 31 °C
img
თელავი 19 / 29 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.