სოფლის მეურნეობა
ლევან დავითაშვილმა ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა მოინახულა
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა მოინახულა და ატმის რელიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც მან განაცხადა, სამაცივრე მეურნეობა ინტენსიური რგოლია ფერმერსა და რეალიზატორს შორის.
„ჩვენ ვნახეთ სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ორი წლის განმავლობაში შეიქმნა. ეს არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისთვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და მაღალ ფასში მოახდინოს თავისი პროდუქტის რეალიზაცია. ვფიქრობ, ერთ-ერთი წარმატებული სეზონი ბოლო წლებში, არის 2020 წელი. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც გლობალურად შეიქმნა, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, ატმის რეალიზაციის პროცესს არ ჰქონია შეფერხება არცერთი წუთით. ფასები საკმაოდ მაღალია და ამით ფერმერები კმაყოფილები არიან.“

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე უკვე შექმნილია დაახლოებით ოცი სამაცივრე მეურნეობა, რომლის გარეშეც გლეხებს პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზება გაუჭირდებოდათ. მისივე თქმით, სამინისტრომ, საკოორდინაციო შტაბთან ერთად იმუშავა იმისთვის, რომ იმპორტიორებს საქართველოში შემოსვლის პრობლემა არ ჰქონოდათ.

| Print |
FaceBook Twitter Google