სოფლის მეურნეობა
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება დაიწყო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა.

„სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს, მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ საკუთარი მოსავალი“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ
დროისთვის საქართველოდან 3, 430 ტონა თხილია ექსპორტირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოდან 3, 430 ტონა თხილია ექსპორტირებული.
10:30 / 19.09.2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრის მონაცემებით,
კახეთის რეგიონში 70 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
18:05 / 17.09.2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით,
„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 48 ათას ტონაზე მეტი
ყურძენია გადამუშავებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.
15:48 / 15.09.2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 14 სექტემბრის მონაცემებით,
„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 40
ათას ტონამდე ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 14 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი.
11:28 / 14.09.2020
სამართალი
რამდენიმე წუთის წინ ნონეშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
12:32 / 16-09-2020
თელავიდან დღეს დილას გაუჩინარებული 13 და 14 წლის დები პოლიციამ იპოვა.  შსს-ს ინფორმაციით,  ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა.
15:45 / 08-09-2020
თელავში ორ არასრულწლოვანს ეძებენ.  13 და 14 წლის დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ, ბებიასთან თელავში წავიდნენ.
15:12 / 08-09-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19-09-2020
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.
11:32 / 17-09-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოცდახუთ საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ყველა საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა.
11:46 / 15-09-2020
ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.
19:46 / 12-09-2020
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის გამოსვლა დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე
19:01 / 12-09-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კობის წყლის საწარმო „აქვა გეო“ დაათვალიერეს.
18:40 / 12-09-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
16:05 / 17-09-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8057
USD
USD
1
3.2140
GBP
GBP
1
4.1711
TRY
TRY
1
0.4249
RUB
RUB
100
4.2817
ამინდი
გურჯაანი 13 / 30 °C
img
საგარეჯო 13 / 24 °C
img
დ.წყარო 13 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 31 °C
img
ლაგოდეხი 13 / 27 °C
img
ყვარელი 13 / 30 °C
img
თელავი 14 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.