სოფლის მეურნეობა
კომპანიები 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სუბსიდიის სახით 30 თეთრს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის რთველში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში 20.000-მდე მევენახე ჩაერთვება.
სახელმწიფოსგან სუბსიდიას მხოლოდ ის კომპანია მიიღებს, რომელიც: რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“, ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 80 თეთრს. 

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ. ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 30 თეთრს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google