სოფლის მეურნეობა
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება
ხვალ 21 აგვისტოს 12.00 საათზე, თელავში სასტუმრო ,,ღვინის სასტუმრო თელავში“ რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება.

შტაბს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება 2020 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები.


| Print |
FaceBook Twitter Google