სოფლის მეურნეობა
ლევან დავითაშვილმა თელავში რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შტაბი "ღვინის სასტუმრო თელავში“, ალაზნის ქ #97-ში განთავსდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის გარეშე წარმატებით ტარდებოდა, თუმცა, პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწორედ ამიტომ, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, სუბსიდიას მხოლოდ ის ღვინის კომპანია მიიღებს, რომელიც რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.  ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 80 თეთრს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ. ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 30 თეთრს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google