სოფლის მეურნეობა
საქართველოდან 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში კი ექსპორტის მაჩვენებლემა 12 556 ტონა შეადგინა.
სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (14,906 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,202 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (99 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (74,0 ტონა), სლოვენიისა (57,3 ტონა), და სინგაპურის (0,04 ტონა) რესპუბლიკებში.

წელს ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.



| Print |
FaceBook Twitter Google