სოფლის მეურნეობა
კახეთში 70 ათას ტონამდე ყურძენია მოკრეფილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

აქედან: 51 ათასი ტონა “რქაწითელი”, 13 ათასი ტონა “საფერავი”, 1,5 ათასი ტონა “კახური მწვანე” და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია.

ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 273 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი ჩართულია 83 ღვინის საწარმო.



| Print |
FaceBook Twitter Google