სოფლის მეურნეობა
რთველი პიკურ ფაზაშია და ყველა მევენახეს ეძლევა ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა - ლევან მეხუზლა [R]
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 145 ათასი ტონა ყურძენი: 108 ათასი ტონა რქაწითელი, 31 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სააგენტოს თავმჯდომარის და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განმარტებით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-მდე ღვინის საწარმო.

- ბატონო ლევან, რთველი პიკურ ფაზაშია გადასული ყველაზე მეტი ყურძენი რომელ მუნიციპალიტეტშია მოკრეფილი?
- დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 48 ათას ტონამდე, შემდეგ მოდის: ყვარელი - 32 ათასი ტონა, თელავი - 21,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 19 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 10,7 ათასი ტონა, ახმეტა - 6,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 6 ათასი ტონა და საგარეჯო - 2 ათასი ტონა. ამჟამად მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

- ქარხნებთან რიგებია და ეს ხელს ხომ არ შეუშლის მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში ?
- რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. კიდევ ერთი კვირა ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 10-13 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ. მანქანების ის ნაკადი, რომელიც საღამოს ღვინის ქარხნებთანაა, მეორე დილამდე უკვე დაცლილია. ჩვენ გვახსოვს, წლების წინ, რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგებში, ამასთან ისიც არ იცოდნენ საერთოდ ჩააბარებდნენ და მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის, კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული. დღე-ღამეში ასეთი ოდენობის ყურძნის გადამუშავება ნიშნავს რამდენიმე ათასი დატვირთული სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც სჭირდება კარგი კოორდინაცია და კონტროლი, რისთვისაც სამინისტროს ყველა შესაბამისი რგოლი, რთველის საკოორდინაციო შტაბი და რეგიონის ხელმძღვანელობა მობილიზებულია. რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება.



- აქვს თუ არა ყველა პირობა მევენახეს ყურძნის რეალიზაციისთვის და რას აკეთებს ამისთვის სახელმწიფო?
- უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს დაუდგა პანდემიის პირობებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა ყურძენი უპრობლემოდ ჩააბარონ და მიიღონ ანაზღაურება. ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და, ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ამისთვის, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს.

- რამდენია სუბსიდია და რა შეღავათს მისცემს მევენახეს?
- ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის გარეშე წარმატებით ტარდებოდა. კორონავირუსის პანდემიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ღვინის ინდუსტრია დააზარალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ღვინის ისკომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

- ამ დროისთვის რამდენი კომპანიაა ჩართული რთველის პროცესში?
- ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 100-ზე მეტი ღვინის საწარმო. დანარჩენი ღვინის კომპანიები რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით,
კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი. აქედან: 146 ათასი ტონა
რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3,6 ათასი ტონა კახური მწვანე და
დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი. აქედან: 146 ათასი ტონა რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3,6 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
11:16 / 30.09.2020
"ჩალამოტი" - ასე ჰქვია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში წარმოებულ ღვინოს, რომელიც სულ მალე საფრანგეთის ბაზარზე გაიყიდება.
15:34 / 23.09.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ
დროისთვის საქართველოდან 3, 430 ტონა თხილია ექსპორტირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოდან 3, 430 ტონა თხილია ექსპორტირებული.
10:30 / 19.09.2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრის მონაცემებით,
კახეთის რეგიონში 70 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
18:05 / 17.09.2020
სამართალი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში,  “მინივენის” და “ოპელის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
20:51 / 08-10-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ- ერთ ფერმაზე, ქალმა 30 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა.
17:11 / 07-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები.
14:25 / 18-10-2020
„შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.
13:54 / 18-10-2020
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“
12:50 / 18-10-2020
ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე დღეს თქვენს წინაშე, ადამიანების წინაშე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი მუნიციპალიტეტი, თავიანთი მხარე და ჩვენი ქვეყანა.
12:01 / 18-10-2020
ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას
11:55 / 18-10-2020
„ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის საზოგადოების ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი.
21:30 / 17-10-2020
ანონსი
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
18:52 / 20-10-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8067
USD
USD
1
3.2222
GBP
GBP
1
4.1747
TRY
TRY
1
0.4084
RUB
RUB
100
4.1413
ამინდი
გურჯაანი 12 / 19 °C
img
საგარეჯო 10 / 17 °C
img
დ.წყარო 7 / 13 °C
img
სიღნაღი 9 / 19 °C
img
ლაგოდეხი 8 / 16 °C
img
ყვარელი 12 / 19 °C
img
თელავი 12 / 19 °C
img
ახმეტა 11 / 19 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.