სოფლის მეურნეობა
ბოდბისხევში ახლადრეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახლადრეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა. პროცესს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი ტრადიციული ბაზარი ამდენი ხნის შეჩერების შემდეგ ამოქმედდა და ჩვენს მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ გამოვიდეს, გამოიტანოს სურსათი გასაყიდად და მოქალაქეებმა იყიდონ პროდუქტი ამ ბაზარში.“ - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

დღეიდან მოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ბოდბისხევის ისტორიული ბაზარი 1902 წლიდან ფუნქციონირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოდბისხევის ბაზარი კორონავირუსი პანდემიის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე წლის მარტში დაიხურა და ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.


| Print |
FaceBook Twitter Google