სოფლის მეურნეობა
საგარეჯოში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრე მეურნეობა შპს „სომა მაცივარი“  გაიხსნა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ჯამურად, 578 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231,200 ლარია, 289,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.  საწარმოში 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა. 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველი ერთად, ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა.

„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტია აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრარული წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, უმნიშვნელოვანესია მოსავალის დროული დასაწყობება და შესაბამის პირობებში შენახვა. სახელმწიფოს მხრიდან, მომავალშიც არაერთი მსგავსი ტიპის პროექტი იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება.



| Print |
FaceBook Twitter Google