სოფლის მეურნეობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალშენი ვენახების საერთო ფართობმა 350 ჰექტარი შეადგინა
2017 წლიდან დღემდე სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი ვენახების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს. ახალშენი ვენახების საერთო ფართობმა 350 ჰექტარი შეადგინა. აქედან თეთრი ყურძნის წილი 90-ს, ხოლო წითელი - 260 ჰექტარს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება დაიწყო.

პროექტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება, რაც გულისხმობს:
  • თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაციას, ასევე, ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა) სარეგისტრაციო ინფორმაციის განახლებას.
  • ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლა მევენახე ფერმერებისთვის სავალდებულოა.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google