სოფლის მეურნეობა
აშშ-ის ელჩი სოფელ ენისელში მერძეულ ფერმას ეწვია
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ფერმერ, მერი ბაჩაკაშვილის მერძეულ ფერმას ეწვია, რომელიც ყვარლის რაიონის, სოფელ ენისელში მდებარეობს და ამერიკული ინვესტიციით გაფართოვდა. ამასთან, ელჩი გაეცნო, საქართველოში, მესაქონლეობის სექტორში არსებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს.



ყვარელის რაიონი, სოფელი ენისელი, კახეთი - პარასკევი, 14 მაისი, 2021 - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ყვარლის რაიონის, სოფელ ენისელში მერძევე ფერმერს, მერი ბაჩაკაშვილს და მის ოჯახს ეწვია, რომელმაც ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით, თანადაფინანსება, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“ (SQIL) ფარგლებში მოიპოვა.



რა: აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი მესაქონლეობის ფერმას ეწვია
როდის: პარასკევი, 14 მაისი, 2021, 09:30
სად: სოფელი ენისელი, ყვარელი, საქართველო
ვინ: აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი
მერძეული ფერმერი - მერი ბაჩაკაშვილი



ენისელში, მერი ბაჩაკაშვილი და მისი მეუღლე, ბაქარ ხოსროშვილი მერძეულ ფერმას, 2018 წლიდან მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი, ოჯახური ბიზნესის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, საკვებწარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის არქონა იყო. ამასთან, 20 ჰექტარ მიწას პირუტყვის საკვების მისაღებად ამუშავებდნენ და საკვებს ხელით ამზადებდნენ, რაც უარყოფითად აისახებოდა ფერმის წარმადობაზე.





პროექტის, „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“ (SQIL), რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი ახორციელებს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, მერი ბაჩაკაშვილმა ააშენა ახალი და თანამედროვე, 100 სულიანი, მეწველ საქონელზე გათვლილი ფერმა. ძველი ფერმის ადგილას, კი პირუტყვის საკვების შემნახველი მეურნეობა მოაწყო. თანადაფინანსების ფარგლებში, ფერმის მფობელმა, ასევე, შეიძინა 10 მაღალპროდუქტიული მაკე პირუტყვი, რომლის საშულებითაც დაგეგმილია ფერმაში წველადობის და ფინანსური შემოსავლის ზრდა. ამასთან, დაფინანსება მეწარმეს საშუალებას მისცემს, საკვებწარმოებისთვის განკუთვნილი მიწის დამუშავება 40 ჰე-მდე გაზარდოს 2021 წლის ბოლოსთვის.

თანადაფინანსების ფარგლებში, ფერმაში ჰიგიენური ნორმების დასაცავად, მეწარმემ იტალიური წარმოების 13 ცალი საქონლის მატრასი, ხოლო საკვებწარმოების გასაუმჯობესებლად კი გერმანული წარმოების საკვების შემრევ-დამაქუცმაცებელი დანადგარი მიიღო.



პროექტის ჯამური ღირებულება 248,400 ლარია, სადაც SQIL-ის პროექტის ფინანსური კონტრიბუცია 78,000 ლარია, ხოლო მეწარმის თანამონაწილეობა 170,000 ლარი.
Land O'Lakes Venture37-ის შესახებ

About Land O'Lakes Venture37-იარის Land O’Lakes-ის შვილობილი კომპანია. Land O’Lakes, Inc.,-ი არის $15 მილიარდ დოლარიანი აგრობიზნესი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს თითქმის 100 წლიან გამოცდილებას რძის, ცხოველთა საკვების, მოსავლისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების სფეროში. იგი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აძლევს უნიკალურ ხედვას სოფლის მეურნეობაზე, სურსათზე და გამართულ საბაზრო სისტემაზე. Land O’Lakes, Inc.-ი მხარს უჭერს აღნიშნულ ძალისხმევას, როგორც მის მიზანს, ხელი შეუწყოს საზოგადოების პროგრესს ქვეყნის შიგნითა და მსოფლიო მასშტაბით.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის
მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა კოპალიანი ცაგერის რაიონის
სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა
მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო და დღემდე მის შენარჩუნებასა და
განვითარებაზე ზრუნავს.
სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო და დღემდე მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს.
14:43 / 11.06.2021
კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში,
ადგილობრივი სტანდარტის, გეო გაპი/Geo GAP-ის მობილური ექსტენციის
ლაბორატორიის მეშვეობით მესაქონლეობის ფერმერების მიერ წარმოებული
ნედლი რძის საველე ტესტირება გაიმართა.
კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, ადგილობრივი სტანდარტის, გეო გაპი/Geo GAP-ის მობილური ექსტენციის ლაბორატორიის მეშვეობით მესაქონლეობის ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძის საველე ტესტირება გაიმართა.
13:38 / 11.06.2021
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთში,
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზიაში ეტიკეტირების წესის
დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის
გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზიაში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს.
12:37 / 07.06.2021
ნუშისა და კაკლის ასოციაციამ გურჯაანში საინფორმაციო და გაცნობითი
სახის სემინარი გამართა. შეხვედრას გურჯანის მუნიციპალიტეტის
ფერმერები ესწრებოდნენ, სადაც ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმა
განიხილეს და დარგის სპეციალისტებს რეკომენდაციები მისცეს.
ნუშისა და კაკლის ასოციაციამ გურჯაანში საინფორმაციო და გაცნობითი სახის სემინარი გამართა. შეხვედრას გურჯანის მუნიციპალიტეტის ფერმერები ესწრებოდნენ, სადაც ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმა განიხილეს და დარგის სპეციალისტებს რეკომენდაციები მისცეს.
15:23 / 04.06.2021
სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
13:30 / 08-06-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოლმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა.
11:30 / 05-06-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ურთიერთშელპაპარაკების დროს შუახნის მამაკაცი დაჭრეს.
11:20 / 26-05-2021
ეკონომიკა
კახეთში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა.
15:05 / 10-06-2021
ქალაქ წნორში დამატებით კიდევ 4 ახალი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მიხედვით გზები დაიგება „ჭავჭავაძის“,“სიხაშვილის“, „არსენას“ და „მეგობრობის“ ქუჩებზე.
16:50 / 08-06-2021
სხვა ამბები
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის საუკეთესო ათეული ცნობილია. მათ შორის არიან თელავისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგები.
16:43 / 15-06-2021
ქალაქ ერევანში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
16:22 / 15-06-2021
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ონლაინტურნირზე გურჯაანის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე, დათა ყალაგებაშვილიც იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
15:08 / 14-06-2021
გურჯაანის კულტურის ცენტრის და ახალგაზრდული საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, კულტურის ცენტრში ჭადრაკის მოყვარულთათვის ტურნირი ჩატარდა.
13:34 / 12-06-2021
გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაგა-ბაღში პირველი ივლისიდან საზაფხულო ჯგუფები დაიწყებს ფუნქციონირებას.
12:51 / 11-06-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
17:27 / 22-06-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7545
USD
USD
1
3.1566
GBP
GBP
1
4.3810
TRY
TRY
1
0.3630
RUB
RUB
100
4.3140
ამინდი
გურჯაანი 22 / 38 °C
img
საგარეჯო 19 / 33 °C
img
დ.წყარო 20 / 29 °C
img
სიღნაღი 20 / 36 °C
img
ლაგოდეხი 19 / 33 °C
img
ყვარელი 22 / 38 °C
img
თელავი 19 / 35 °C
img
ახმეტა 18 / 36 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.